საბაკალავრო პროგრამის დასახელება: იტალიანისტიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: იტალიანისტიკის ბაკალავრი / Bachelor of Italian Studies
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ჯავახიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
იტალიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მასში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტით მიზნად ისახავს, მოიცვას რომანული ფილოლოგიის (და კერძოდ, იტალიური ფილოლოგიის) დარგის ფართო ცოდნა და სტუდენტს კომპლექსურად შეასწავლოს პრაქტიკული იტალიური ენა, საენათმეცნიერო, თეორიულ დისციპლინები და იტალიური ლიტერატურის ისტორია; მოამზადოს ფილოლოგი, აღჭურვილი იმ დარგობრივი კომპეტენციებითა და უნარებით, რომლებიც უზრუნველყოფს მის შრომით ბაზარზე დასაქმებას. პროგრამა ითვალისწინებს ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნებს, აგრეთვე უზრუნველყოფს საკუთარი კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.
ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა ემყარება და აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციებს; იტალიური ფილოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი სპეციალობის დაარსება (2001 წ.) გამოწვეული იყო იმ გაზრდილი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტერესით, რომლითაც ევროპის ქვეყნები, კონკრეტულად იტალია და საქართველო იჩენენ ერთმანეთის მიმართ. ევროპასთან მეზობლობა და მჭიდრო ისტორიული ურთიერთობა ბუნებრივად ითხოვს ჩვენი ქვეყნისგან სათანადო ცოდნის ფლობას.
გარდა ამისა, იტალიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ისეთი ახალგაზრდა, რომელიც დაიცავს სათანადო აკადემიურ და ეთიკურ ნორმებს: აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს, ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას; რომელსაც ექნება კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; გამოუმუშავდება დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: იტალიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული სასწავლო დისციპლინების მასალის ათვისების საფუძველზე ფილოლოგიის ბაკალავრს იტალიური ფილოლოგიის სპეციალობით გააჩნია ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებათა საფუძვლების, ფილოლოგიისა და კერძოდ, იტალიური ფილოლოგიის დარგობრივი სფეროს ფართო და კომპლექსური ცოდნა. ის ფლობს სათანადო ტერმინოლოგიას და დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდებს; გაცნობიერებული აქვს იტალიური ფილოლოგიის დარგის მოცულობა; იცნობს სასპეციალიზაციო დარგობრივი სფეროს მთავარ პრინციპებს, თეორიებსა და კონცეფციებს; დაუფლებულია სასპეციალიზაციო ენას (იტალიურს), ერთ-ერთ სხვა ევროპულ ენას, იცის რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: ფილოლოგიის ბაკალავრს იტალიური ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია იტალიური ფილოლოგიის დარგობრივ სფეროში კომპლექსური პრობლემების ამოცნობა/იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების გამოყენებით; შეუძლია წყაროების დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. პროგრამით მიღებული შესაბამისი ფართო ჰუმანიტარული ცოდნის, უნარების საფუძველზე აქვს ლინგვისტური და ლიტერატურული პროცესების ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი.
ფილოლოგიის ბაკალავრს იტალიური ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია იტალიური ენის პრაქტიკული გამოყენება მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს საუბრის თავისუფლად წარმართვის უნარ-ჩვევები, იტალიურ ენაზე სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვის, მოსმენის, გაგების, თარგმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და რეპროდუქციის უნარი. შეუძლია პროფესიულ საქმიანობაში ან შემდგომი სწავლის პროცესში ამ ენის ეფექტურად გამოყენება.
დასკვნის უნარი: ფილოლოგიის ბაკალავრს იტალიური ფილოლოგიის სპეციალობით აქვს ფილოლოგიური მეცნიერებების ამა თუ იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მასალებისა და მონაცემების შეგროვების, გააზრების, სისტემატიზაციისა და მათ საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების, იტალიური ფილოლოგიის სფეროში არსებული საშუალო სირთულის პრობლემების იდენტიფიკაციის და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი; ანალიზის შედეგად დასკვნის გაკეთების უნარი; არგუმენტირების, კრიტიკული შეფასების, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბების უნარი; შეუძლია დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა. აქვს პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური დახმარების პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი, გარკვეულ პრობლემებზე დასაბუთებული დასკვნების გამოტანისა და მათი ლოგიკურად ჩამოყალიბების უნარი.
კომუნიკაციის უნარი: ფილოლოგიის ბაკალავრს იტალიური ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია დისკუსიაში პროფესიულ დონეზე მონაწილეობა და აკადემიური ან კვლევითი პროექტის დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება. მას შეუძლია ასევე თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება, მათ შორის დარგობრივ სფეროში; შეუძლია პროფესიულ კონტექსტში სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში მონაწილეობა.
ფილოლოგიის ბაკალავრს იტალიური ფილოლოგიის სპეციალობით შეუძლია მაპროფილებელ (იტალიურ) ენაზე გაიგოს კონკრეტული და აბსტრაქტული თემების მქონე რთული ტექსტების არსებითი შინაარსი, მას ესმის თავისი სპეციალობის სფერო და შეუძლია დარგობრივი დისკუსიის წარმართვა; შეუძლია სპონტანური და შეუფერხებელი საუბარი, ნორმალური დიალოგის წარმართვა ენის მატარებელთან; შეუძლია მკაფიოდ და დეტალურად ისაუბროს სხვადასხვა თემებზე, განმარტოს გარკვეული აქტუალური საკითხისადმი დამოკიდებულება და მიუთითოს სხვადასხვა შესაძლებლობების უპირატესობები და ნაკლოვანი მხარეები. შეუძლია დამოუკიდებლად და სწრაფად სხვადასხვა თემებზე დაწერილი ტექსტების კითხვა; ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს გამოყენება; შეუძლია წერილობით მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი აზრები და შეხედულებები სხვადასხვა თემებზე; შეუძლია ანგარიშის, საქმიანი წერილის, მოთხრობისა და სხვადასხვა ტიპის ესეს დაწერა, არგუმენტების მოყვანა სხვადასხვა შეხედულებების საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.
სწავლის უნარი: ფილოლოგიის ბაკალავრს იტალიური ფილოლოგიის სპეციალობით აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია სამუშაოს დაწყებამდე სამუშაოს შესრულების გეგმის შედგენა, პრიორიტეტების გამოყოფა, მუშაობის პროცესში საჭირო რესურსების უზრუნველყოფა და გამოყენება. მას ესმის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა; შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით; საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; შეუძლია დამოუკიდებელი მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში წინასწარ შეთანხმებული რეკომენდაციების/ინსტრუქციების შესაბამისად. შეუძლია სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურაზე დამოუკიდებელი მუშაობით ცოდნის განახლება; მას აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: ფილოლოგიის ბაკალავრს იტალიური ფილოლოგიის სპეციალობით კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს; ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას. მას აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
დასაქმების სფეროები
იტალიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ფილოლოგიის ბაკალავრი მზადდება, როგორც ფართო პროფილის სპეციალისტი სათარჯიმნო, სამუზეუმო, სარედაქტორო, სარეფერენტო და მხატვრულ-კრიტიკული საქმიანობისათვის. შრომით ბაზარზე ის შეიძლება დასაქმდეს შემდეგ სფეროებში: სამთავრობო და არასამთავრომო სექტორში, ადგილობრივ და რეგიონულ ადმინისტრაციაში; ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; რადიოსა და ტელევიზიაში; ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში; გამომცემლობებში; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებში; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, არქივებში, მუზეუმებში, ტურისტულ ბიუროებში, ბიბლიოთეკებში და ა.შ.